დაგვეკონტაქტეთ

პროდუქციის დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერ დროს. ჩვენ ყოველთვის გიპასუხებთ.

ორშაბათი-შაბათი: 09:00-19:00 ქ. თბილისი, 0159, ეთერ ბოცვაძის ქუჩა 4 0322 02 20 60 welcome@ferroli.ge
Image Alt

ჩვენ შესახებ

Ferroli-ს ექსკლუზიური პარტნიორი

ფეროლი მომხმარებელს იტალიური წარმოების გათბობის სისტემებს სთავაზობს, რომელიც გამოირჩევა თავისი ხარისხითა და მრავალწლიანი ისტორიით. საქართველოში ფეროლის ექსკლუზიური პარტნიორი ქებული კლიმატია. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის და შენი ოჯახისთვის კომფორტული გარემოს შექმნა სახლში, ამიტომ გვსურს საუკეთესო გამოცდილება შეგიქმნათ. ჩვენ ვემსახურებით როგორც სამომხმარებლო, ასევე კორპორატიულ მომხმარებლებს.

ჩვენი მისია

ჩვენ გვსურს შეგიქმნათ კომფორტის შეგრძნება სახლსა თუ ოფისში შესვლისას.
ამინდი არ იმოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე, თუ შეგიძლია შეინარჩუნო შენთვის სასურველი ტემპერატურა თვითრეგულირებადი კონტროლით, რაც გარემოს გავლენას მინიმალურად შეამცირებს. ჩვენი გათბობის სისტემები მოგცემთ საშუალებას ისიამოვნოთ შექმნილი კომფორტით.

1953 წლიდან მოყოლებული ექსპერტი გათბობის სისტემების მიმართლებით

1953 წელს დანტე ფეროლმა, ოჯახის პიონერმა, ხის ქვაბი გარდაქმნა გაზის ქვაბად და პირველი ფეროლის მოდელი გამოფინა მილანის ბაზრობაზე. 1980-იან წლებში ფეროლის დიზაინერებმა შეიმუშავეს კედელის ქვაბი სპილენძის თბომცვლელით.
ამ პერიოდიდან კომპანია მუდმივ წინსვლას განიცდის, რაც Ferroli-ის ჯგუფის დრეზდენში გამოჩენითაც აღინიშნა, ისევე როგორც თურქეთში, რუმინეთსა და პოლონეთში. 1994 წელს Ferroli-ის Xignal მოდელი საუკეთესო ევროპული ქვაბად იქნა აღიარებული. ამ ქვაბმა შეძლო კონკურენცია გაეწია ინგლისური და ფრანგული წარმოებისთვის. შემდეგ წელს, დანტე ფეროლი ინდუსტრიული გათბობისა და კონდიციონერების სისტემების წარმოებაზეც გადადის.
Ferroli გამოირჩევა საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტით დაწყებული კედლის ქვაბებით დამთავრებული ჩილერებით. Ferroli-ის პროდუქცია იწარმოება იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და ჩინეთში.
დღეს Ferroli-ის ჯგუფი აგრძელებს ბაზარზე ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, რაც დამახასიათებელი იყო კომპანიის პირველი 50 წლის განმავლობაში დანტე ფეროლის ფილოსოფიის გავლენით.