Ferroli-ს ექსკლუზიური პარტნიორი
იტალონი მომხმარებელს იტალიური წარმოების გათბობის სისტემებს სთავაზობს, რომელიც გამოირჩევა თავისი ხარისხითა და მრავალწლიანი ისტორიით. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის და შენი ოჯახისთვის კომფორტული გარემოს შექმნა სახლში, ამიტომ გვსურს საუკეთესო გამოცდილება შეგიქმნათ. ჩვენ ვემსახურებით როგორც სამომხმარებლო, ასევე კორპორატიულ კლიენტებს.


ჩვენი მისია
ჩვენ გვსურს შეგიქმნათ კომფორტის შეგრძნება სახლსა თუ ოფისში შესვლისას.
ამინდი არ იმოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე, თუ შეგიძლია შეინარჩუნო შენთვის სასურველი ტემპერატურა თვითრეგულირებადი კონტროლით, რაც გარემოს გავლენას მინიმალურად შეამცირებს. ჩვენი გათბობის სისტემები მოგცემთ საშუალებას ისიამოვნოთ შექმნილი კომფორტით.
1953 წლიდან მოყოლებული ექსპერტი გათბობის სისტემების მიმართლებით
1953 წელს დანტე ფეროლმა, ოჯახის პიონერმა, ხის ქვაბი გარდაქმნა გაზის ქვაბად და პირველი ფეროლის მოდელი გამოფინა მილანის ბაზრობაზე. 1980-იან წლებში ფეროლის დიზაინერებმა შეიმუშავეს კედელის ქვაბი სპილენძის თბომცვლელით.
ამ პერიოდიდან კომპანია მუდმივ წინსვლას განიცდის, რაც Ferroli-ის ჯგუფის დრეზდენში გამოჩენითაც აღინიშნა, ისევე როგორც თურქეთში, რუმინეთსა და პოლონეთში. 1994 წელს Ferroli-ის Xignal მოდელი საუკეთესო ევროპული ქვაბად იქნა აღიარებული. ამ ქვაბმა შეძლო კონკურენცია გაეწია ინგლისური და ფრანგული წარმოებისთვის. შემდეგ წელს, დანტე ფეროლი ინდუსტრიული გათბობისა და კონდიციონერების სისტემების წარმოებაზეც გადადის.

